|
2017-12-29 14:47:16, 2963 ნახვა
სამართალი
„უსამართლობა უნდა დასრულდეს“ - სასამართლოსთან ზვიად რატიანის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან პოეტ ზვიად რატიანის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციას მწერლები და პოეტი მართავენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი სოლიდარობას უცხადებენ პოეტს და "იმ ძალადობრივ სისტემას გმობენ, რომელიც აბუჩად იგდებს და ჩაგრავს, თავის მოქალაქეებს". ადგილზე შეკრებილი მწერლები ითხოვენ, რომ იმ პირებმა, რომლებმაც რატიანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, პოსტი დატოვონ. პოეტმა პაატა შამუგიამ აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება, ვიდეომასალების ნივთმტკიცებად მიღებასთან დაკავშირებით, სამარცხვინოა. "სრულიად სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ, როდესაც ფალსიფიცირებული კადრები, რომლებზეც კითხვის ნიშნები აღარ არის, მიიღო მტკიცებულებად და დაურთო საქმეს. ეს უსამართლობა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. აღარაფერს ვამბობ საზმაუს საქციელზე", - განაცხადა შამუგიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)