|
2017-12-29 14:44:03, 2858 ნახვა
სამართალი
EMC პოეტ ზვიად რატიანის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას ნაწილობრივ გაასაჩივრებს
მოსამართლის განმარტება, რომ მან თავი შეიკავა ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებისგან, ეს არის მინიმუმ არაეთიკური, - ასე გამოეხმაურა EMC-ს იურისტი ანა ნაცვლიშვილი პოეტ ზვიად რატიანის სასამართლო პროცესზე მოსამართლის მიერ გაკეთებულ განცსადებას. იურისტი ამბობს, რომ ისინი მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ნაწილობრივ გაასაჩივრებენ. "მოსამართლის მიღებული გადაწყვეტილება ორივე ნაწილში დადგინდა სამართალდარღვევად. მოსამრთლემ გამოიყენა მაქსიმალური სახდელი 2 ათასი ლარის ოდენობით. ვაპირებთ ამ გადაწყვეტილების ნაწილობრივ გასაჩივრებას. წვრილმანი ხულიგნობის ნაწილში, წინა პროცესზე ცალსახად დადგინდა, მოწმეების და წარმოდგენილი მტკიცებულებების ინფორმაცია, რომ იყო ურთიერთგამომრიცხავი და წინააღმდეგობრივი. რაც შეეხება მოსამართლის მიერ გაკეთებულ განმარტებას, რომ მან თითქოს თავი შეიკავა ამინისტრაციული პატიმრობის გამოყენებისგან, ეს არის მინიმუმ არაეთიკური", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)