06:36 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-29 10:35:54, 2010 ნახვა

სამართალი
შსს-მ „ჯეოსელის“ ოფისის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე, უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე: 1988 წელს დაბადებული ჯ. ს. და 1988 წელს დაბადებული ა. ს. ქურდობის მცდელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული ვადით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 29 დეკემბერს ჯ. ს. და ა. ს. იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე "ჯეოსელის" ოფისში მობილური ტელეფონების მოპარვას ცდილობდნენ.

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics