|
2017-12-29 10:26:30, 1963 ნახვა
სამართალი
ტურისტის ძარცვის, მაღაზია „პარნასის“ და კაფე „ანტრეს“ გაქურდვის ბრალდებით, 1 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული დ.ყ., ძარცვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის დეკემბერში თბილისში ლიტველ ტურისტს ხელჩანთა გასტაცა, რომელშიც თანხა, სამკაულები და პირადი დოკუმენტები იყო. სამართალდამცველებმა დ.ყ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. ამასთან, უწყების ცნობით, ბრალდებულმა მის მიერ თბილისში სხვადასხვა დროს ჩადენილი ქურდობის 15 ფაქტიც აღიარა, მათ შორის, მიმდინარე წლის 3 დეკემბერს - ი. ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე წიგნის მაღაზია „პარნასის“, ხოლო 10 დეკემბერს - ი. აბაშიძის ქუჩაზე მდებარე კაფე „ანტრეს“ გაქურდვის ფაქტი. აღნიშნულ ფაქტებზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. გამოძიება იმ პირის მიერ ჩადენილი ძარცვის ფაქტზე მიმდინარეობს, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის ან გამოძალვისთვის, საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)