|
2017-12-28 18:16:43, 2293 ნახვა
სამართალი
პროკურორი: სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ბრალის წაყენების რაიმე ვადა აღარ არსებობს
პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა, 25 დეკემბერს ახმეტის რაიონში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭერილ თემირლან მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. მისი თქმით, მაჩალიკაშვილი ბრალდებულის სახით დაკავებული არ არის. როგორც პროკურორის აცხადებს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე უნდა მომხადრიყო მაჩალიკაშვილის დაკავება, თუმცა განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ეს ვერ მოხდა. მისივე თქმით, აქედან გამომდინარე მაჩალიკაშვილის მიმართ ბრალის წარდგენის რაიმე ვადა აღარ არსებობს. „დაველოდოთ, როგორ განვითარდება შესაბამისი მოქმედებები“, - დასძინა გოზალიშვილმა. რაც შეეხება იმას, ჰქონდა თუ არა მართლაც ხელყუმბარა მაჩალიკაშვილს და ცდილობდა თუ არა ის მის მოქმედებაში მოყვანას, პროკურორი განმარტავს, რომ აღნიშნული გარემოებები იმ სისხლის სამართლის გამოძიების დროს დადგინდება, რომელიც ცალკე მიმდინარეობს. შეგახსენებთ, 25 დეკემბერს, გამთენიისას, თბილისსა და ახმეტის რაიონის სოფლებში - დუისსა და ომალოში საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს. სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთი პირი თავის არეში დაიჭრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განმარტეს, რომ იგი ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანას ცდილობდა და სამართალდამცველმა სწორედ აღნიშნულის გამო მოახდინა მის მიმართ გასროლა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)