|
2017-12-28 15:08:08, 2072 ნახვა
საზოგადოება
14 ქუჩაზე მიკროავტობუსები მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განსაზღვრულ ადგილებში გაჩერდებიან
თბილისის მერიამ დედაქალაქში ის 14 ქუჩა განსაზღვრა, სადაც მიკროავტობუსებს გაჩერება მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განსაზღვრულ ადგილებში შეეძლებათ. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და ის ქუჩები დაასახელა, სადაც პირველ ეტაპზე, აღნიშნული საპილოტე პროექტი ამოქმედდება. კერძოდ, მომავალი წლის თებერვლიდან, მიკროავტობუსები გაჩერებას ვაჟა-ფშაველას, შოთა რუსთაველის, ალექსანდრე ყაზბეგის, დავით აღმაშენებლის, ილია ჭავჭავაძის, მარშალ გელოვანის გამზირებზე, მერაბ კოსტავას, პეტრე მელიქიშვილის, ვახტანგ გორგასლის, ჟიული შარტავას, პეკინის, ჯორჯ ბუშის ქუჩებზე, ასევე, დავით აღმაშენებლის ხეივანსა და კახეთის გზატკეცილზე მხოლოდ გაჩერებებზე შეძლებენ. „პირველ ეტაპზე, თბილისის მერიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან და ჩვენი ექსპერტების დახმარებით, თბილისში 14 ქუჩა შეირჩა, სადაც 2018 წლის თებერვლის ბოლოდან, სამარშრუტო ტაქსები ვალდებული იქნებიან, მგზავრთა აყვანა და ჩამოსხმა მხოლოდ მოსაცდელებზე მოახდინონ. აღნიშნული საპილოტე პროექტის, რომელიც მომავალი წლის განმავლობაში, მთელ თბილისზე ეტაპობრივად გავრცელდება, მთავარი მიზანია, ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყოს და მეორე მხრივ, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი დედაქალაქის ხელოვნური საცობებისგან განტვირთვას”, - განაცხადა მაია ბითაძემ. მისივე თქმით, ორი თვის ვადაში, თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები დაახლოებით, 259 მოსაცდელის ორგანიზებას უზრუნველყოფენ, მათ შორის, მათი გაფართოების კუთხით, შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები გატარდება, რათა ავტობუსებთან ერთად, სამარშრუტო ტაქსების გაჩერებამ საგზაო მოძრაობა არ შეაფერხოს. „ამასთან, განხორციელდება შესაბამისი სამართლებრივი ცვლილებები, როგორც თბილისში დარეგისტრირებულ ოთხ სამარშრუტო კომპანიაზე, ასევე, ვთანამშრომლობთ რუსთავის მერიასთან, რომელიც რუსთავის სამარშრუტო კომპანიებთან საკითხს დაარეგულირებს”, - აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ. მარშრუტზე მიკროავტობუსების მიერ მოძრაობის ახალი წესის ადმინისტრირებაში მერიის სამსახურებთან ერთად, საპატრულო პოლიცია მიიღებს მონაწილეობას. „ეს მნიშვნელოვანი ინოვაციაა იმ მიმართულებით, რომ გარკვეულწილად, ის მდგომარეობა დარეგულირდეს, რომელიც დღეს თბილისში არსებობს. მომავალი წლის თებერვლისთვის, საორგანიზაციო საკითხები დამთავრდება და ნორმატიულ დოკუმენტებში აისახება, რომლის შემდეგაც, აღნიშნული პროექტის განხორციელება დაიწყება. დარწმუნებული ვართ იმაში, რომ პროექტის შედეგს ახლო მომავალში ყველა ერთად დავინახავთ“, - განაცხადა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა. საპილოტე პროექტის ფარგლებში, პარამეტრების ცვლილებიდან გამომდინარე, ასევე, ხუთი გაჩერების ადგილმონაცვლეობაა გათვალისწინებული.
(NS)
ივანიშვილის წარმომადგენელი ქადაგიშვილი - ოპოზიციის ბრმა მორჩილება უცხოეთის მიმართ საზოგადოებაში აპათიას იწვევს
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)