|
2017-12-28 13:57:11, 1953 ნახვა
სამართალი
ადვოკატის ინფორმაციით, სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირ მაჩალიკაშვილი ბრალდებულად არ არის ცნობილი
პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირ მაჩალიკაშვილის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში არ ჩანიშნულა. მისი ადვოკატი ცირა ჯავახიშვილი აღნიშნულის გადასამოწმებლად სასამართლოში მივიდა და მედიასთან კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ბრალის წარდგენის 48 საათიანი ვადა ამოიწურა, მაჩალიკაშვილის მიმართ ბრალის წარდგენა არ მომხდარა. ეს კი, ადვოკატის განმარტებით, ნიშნავს იმას, რომ მაჩალიკაშვილი ბრალდებულად არ არის ცნობილი. ამასთან, ადვოკატის განცხადებით, მცდელობის მიუეხედავად მას საქმის მასალები არ გააცნეს. ცირა ჯავახიშვილი ვარაუდობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რაღაცას მალავს. „ბრალი არ აქვს რადგენილი. ფაქტია, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ამ ფაქტთან მიმართებაში, რაც ადასტურებს იმას, რომ საქმის მწარმოებელ ორგანოს აქვს ეჭვი, რომ შესაძლოა, გადაუმოწმებელი ინფორმაციის საფუძველზე შევიდნენ ოჯახში და დატრიალდა ამხელა ტრაგედია. ზუსტად იმისათვის ვიყავი გუშინ სუს-ის შენობის წინ, რომ ვიცოდი, საქმის მასალები გაყალბდებოდა. იქ რაღაც ისეთია, რის გამოც არ უნდათ, რომ ჩავიხედო საქმეში“, - განაცხადა ცირა ჯავახიშვილმა. ცნობისთვის, თემირ ჩოფიკაშვილი სპეცოპერაციის დროს თავის არეში დაიჭრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განმარტეს, რომ იგი ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანას ცდილობდა და სამართალდამცველმა სწორედ აღნიშნულის გამო მოახდინა მის მიმართ გასროლა. სპეცოპერაციისას დაკავებული კიდევ სამი პირის: რუსლან ალადამოვის, რამაზ მარგოშვილის და ბადურ ჩოფანაშვილის პროცესი 14:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, 25 დეკემბერს, გამთენიისას, თბილისსა და ახმეტის რაიონის სოფლებში - დუისსა და ომალოში საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს. სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთი პირი თავის არეში დაიჭრა. სუს-ის იფნორმაციით, დაკავებულები დაკავშირებული არიან 21-22 ნოემბერს, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და მათ ხელშემწყობ პირებს წარმოადგენენ. უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დანაშაულებრივ ჯგუფთან კავშირზე მყოფი სხვა პირების გამოვლენის მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)