02:11 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-27 23:28:49, 826 ნახვა

რეგიონი
ქობულეთის ცენტრალურ მოედანზე „ციტრუსის ფესტივალი 2017“ გაიმართა

საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში ქ. ქობულეთის ცენტრალურ მოედანზე „ციტრუსის ფესტივალი 2017“ გაიმართა.

აჭარის სოფლის მეურნეობისა და „აგროსერვის ცენტრის" ორგანიზებით გამართულ ციტრუსის ფესტივალში მონაწილეობა მიიღო რეგიონში მოქმედმა  40-მდე  კომპანიამ და ფერმერმა. მონაწილე კომპანიებმა საკუთარი პროდუქცია ფართომომხმარებლებს გააცნეს.

ფესტივალი ხალხმრავლობით გამოირჩეოდა. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ციტრუსის ნაყოფისაგან შექმნილმა გიგანტურმა ფიგურებმა, რომლებიც აჭარისთვის დამახასიათებელ სიმბოლოებს გამოსახავდნენ.

ფესტივალს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე, აჭარის მთავრობის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ციტრუსის ფესტივალზე დაჯილდოვდნენ ღვაწლმოსილი და ახალგაზრდა  მეციტრუსე ფერმერები, ასევე გამოვლინდნენ საუკეთესო ციტრუსის ბაღების მფლობელები ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში. მოეწყო გასართობი და სპორტული თამაშები.

დასკვნით ნაწილში საზეიმო განწყობა შექმნეს ანსამბლებმა „მაჭახელა" და „მხედრული". ზურაბ პატარაძემ ასევე დაათვალიერა საახალწლოდ მორთული ქობულეთის ცენტრალური მოედანი და ქობულეთის მერისგან მოისმინა ინფორმაცია დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებების შესახებ.

25 დეკემბრიდან  ქობულეთში ყოველდღიურად იმართება საბავშვო-გასართობი ღონისძიებები. 31 დეკემბერს ღამით კი გაიმართება საახალწლო კონცერტი ნინი ბადურაშვილისა და თაკო გაჩეჩილაძის მონაწილეობით.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics