05:16 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-27 19:40:49, 1833 ნახვა

კომენტარი
პოლიციის თანამშრომელი: დაკავების პროცესში ჩემს კოლეგას ზვიად რატიანმა უკბინა

პოლიციის თანამშრომელმა, რომელიც პოეტ ზვიად რატიანის დაკავების ერთ-ერთი მოწმეა, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ჩვენება მისცა.

მან დაკავების მომენტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ რატიანი აგრესიული იყო და სამართალდამცველებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა.

”ფეხით ვმოძრაობდით თამარ მეფე-წინამძღვრიშვილის კვეთასთან. შევამჩნიე ხმაური. გინების ხმა იყო. დავინტერესდით, მივუახლოვდით. ჩვენთვის უცნობი მოქალაქე არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს.

”თქვენ ვინ უნდა გააჩეროთ”- გვითხრა და ჩემს მეგობარს, ლაშა ჭანტურიას დაარტყა ხელი. ჩემს თანამშრომელსაც მოუქნია ხელი. ვცდილობდით შეჩერებას. დაკავების მერე, აღნიშნულმა პიროვნებამ ჯიბეზე ხელი ჩამომდო და ჩამომგლიჯა. როცა დავაწვინეთ, ხელბორკილები დავადეთ და დავიწყე გადაღება, აგრძელებდა ლანძღვა-გინებას. გამოვიძახე დამატებითი ჯგუფი. მოვიდნენ. ეს არ იყო საპოლიცოო კონტროლის ფარგლებში მოქმედებები.

ჩავსვით ავტომანქანაში. ზვიად რატიანს სათვალე უვარდებოდა დაკავების მომენტში. კადრშიც ჩანს, რომ ჩვენი თანამშრომელი ხელში იღებს სათვალეს. დამშვიდდით მოქალაქე, სათვალე არ გაგიტყდეთო, ეუბნება და აწვდის.

გადავიყვანეთ ადმინისტრაციულ შენობაში. დავსვით მოსაცდელ სკამზე, რომელიც კონტროლდება სამეთვალყურეო კამერით. არ ჩერდებოდა, სანამ ოქმს ვავსებდით.

დაკავების პროცესში ჩემს თანამშრომელს ზვიად რატიანმა უკბინა. ის იქნევდა თავს, ცდილობდა ფეხის დარტყმას”-აღნიშნა პოლიციის თანამშრომელმა.

შეგახსენებთ, შსს-მ პროცესზე ვიდეომასალა წარადგინა, სადაც ჩანს, როგორ აყენებს პოლიციელებს შეურაცხყოფას ზვიად რატიანი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics