06:32 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-27 15:50:55, 2146 ნახვა

კომენტარი
დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა: სტრასბურგამდე მივალ - ნუ ჰგონია მთავარობას, რომ ეს შერჩება

სოფელ დუისში სპეცოპერაციის დროს დაშავებული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მოსახლეობას სიტყვით მიმართა.

როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, ის სტრასბურგში ჩივილს აპირებს.

"მითხრეს, რომ წინააღმდეგობა გაგვიწიაო და ამიტომ ვესროლეთო, მაგრამ ტყვია შუბლში ისეა გასული, რომ ლოგინიდანაც არ იყო წამომდგარი. ნორმალურ ქვეყანაში ამდენი საძაგლობა არ ხდება. ჩემი შვილი სიკვდილს ებრძვის, მძინარეს ესროლეს და ახლა კიდევ ამბობენ ტერორისტიაო. თუ ჩემი შვილი ტერორისტია, მაშინ მეც ტერორისტი ვარ. ნუ ჰგონია მთავარობას, რომ ეს შერჩება. ამ საქმეს ასე არ დავტოვებთ. სტრასბურგამდე მივალ, მთელ მსოფლიოს მოვივლი და სიმართლეს დავადგენ, რომ ჩემი უდანაშაულო შვილი გაიმეტეს", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა,კონტრტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად, პანკისის ხეობაში 4, თბილისში კი, 1 პირი დააკავა. მათ ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედებათ ბრალად. სპეცოპერაციის დროს, ერთი პირი დაიჭრა. როგორც სუს-ში განაცხადეს, იგი ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანას ცდილობდა და სამართალდამცველებმა სწორედ ამის გამო გაუხსნეს ცეცხლი.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics