05:17 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-27 15:43:43, 1910 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე: ახალი ფრაქციების შექმნა ხარჯებში რაიმე ძირეულ ცვლილებებს არ გამოიწვევს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე საპარლამენტო უმრავლესობაში დამატებით ორი ფრაქციის შექმნის მიზანს კიდევ ერთხელ განმარტავს:

„თითოეული დეპუტატის მეტი ჩართულობისათვის საკანონმდებლო პროცესში და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცეში, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ კიდევ 2 ფრაქცია შექმნილიყო. იქნება 7 და 11 კაციანი ფრაქცია. მათში შემავალი დეპუტატები არ არიან მხოლოდ ძირითადი, დიდი ფრაქციიდან. სხვა ფრაქციებიდანაც გადანაწილდნენ და გარკვეული გადაჯგუფება მოხდა ამ მიმართულებით, იქნება თემატური ჯგუფები, მაგალითად ერთ-ერთ ფრაქციას დაერქვა ძლიერი ეკონომიკა და ამ მიმართულებით იმუშავებენ და ეს ყველაფერი მართლაც შეუწყობს ხელს, რომ დეპუტატები მეტად იყვნენ პროცესებში ჩართული”,-განაცხადა მდინარაძემ.

რაც შეეხება ფრაქციების შექმნით ხარჯების გაზრდის საკითხს, მდინარაძე ამბობს, რომ ამ თემაზე არასწორი ინფორმაცია ვრცელდება:

„აბსოლუტურად არასწორია ის, რომ ეს რაიმე ძირეულ ცვლილებებს გამოიწვევს ხარჯებში, რადგან ხარჯები დამოკიდებულია დეპუტატების რაოდენობაზე, ამის მიხედვით განისაზღვრება როგორც სამივლინებო, ისე აპარატის ხარჯები ფრაქციებში. ამიტომ, ხარჯებთან მიმართებით რაიმე განსაკუთრებული ცვლილებები არ იქნება ფრაქციების შიგნით”, -აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics