05:56 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-27 15:18:53, 2390 ნახვა

სამართალი
პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭო ხელისუფლებას განცხადებით მიმართავს

პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭო ხელისუფლებას საგანგებო განცხადებით მიმართავს.

ადგილობრივები გუშინ ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ. ისინი ხელისუფლებას მომხდართან დაკავშირებით ობიექტური გამოძიების ჩატარებისა და სპეცრაზმელების დასჯისკენ მოუწოდებენ.

როგორც პანკისის უხუცესთა საბჭოს გამგეობის თავმჯდომარემ ზაურ გუმაშვილმა განაცხადა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ უდანაშაულო ადამიანები არ მოხვდნენ განსასჯელის სკამზე.

„ჩვენ, პანკისის ხეობის მცხოვრებლები, დიდი ყურადღებით ვაკვირდებით უკანასკნელ პერიოდში პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს, რაც დაკავშირებულია ძალოვნების მიერ აქ ჩატარებულ სპეცოპერაციაზე. ჩვენი უკმაყოფილება განპირობებულია იმ ფორმებისა და მეთოდების წინააღმდეგ, რომელთა გამოყენების შედეგად ერთი ახალგაზრდა, თემირლან მაჩალიკაშვილი უმძიმეს მდგომარეობაშია. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ უდანაშაულო ადამიანები არ მოხვდნენ განსასჯელის სკამზე. იმედს გამოვთქვამთ, რომ ხელისუფლება პანკისის ხეობის საზოგადოების აზრს გაითვალისწინებს და სწორ მიმართულებას მისცემს აღნიშნულ საგამოძიებო პროცესს", - განაცხადა ზაურ გუმაშვილმა.

ადგილობრივებს კითხვები აქვთ თუ რატომ ესროლა სპეცრაზმმა 19 წლის ახალგაზრდას მძინარეს. ამასთან, მათივე თქმით, თუ გამოძიება ობიექტურად არ ჩატარდა ისინი აქციების გამართვას გააგრძელებენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics