|
2017-12-26 13:07:22, 2521 ნახვა
სამართალი
ოთარ აბესაძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე საქალაქო სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შეცვლის თაობაზე, დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. როგორც ადვოკატმა ირმა ჭკადუამ აღნიშნა, ოთარ აბესაძე დღევანდელ პროცესზე შეუძლოდ გახდა, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. „მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შუამდგომლობის განხილვა მიმდინარეობდა, აღკვეთის ღონისძიება სასამართლომ არ შეცვალა იმიტომ, რომ თურმე საშიში პიროვნება გახლავთ ოთარ აბესაძე და შესაძლოა მოწმეებზე გავლენა მოახდინოს. ვფიქრობ, ამ ქვეყანაში სამართალი რეალურად არ არსებეობს, ყველაფერს აკეთებს მართლმსაჯულება იმისთვის, რომ ოთარ აბესაძის სიცოცხლეს მიუსწრაფოს“,-განაცხადა ირმა ჭკადუამ. შეგახსენებთ, რომ სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე 12 ივლისს დააკავა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)