|
2017-12-25 17:46:29, 1862 ნახვა
სამართალი
„ნაციონალური მოძრაობა“ შსს-ს მოუწოდებს, მესტიაში მათი პარტიის წევრის მკვლელობის ფაქტი დროულად გამოიძიოს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის მესტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარისა და საკრებულოს დეპუტატ ლომარ ნიგურიანის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. ამასთან, ენმ შსს-ს მოუწოდებს, მომხდარი დროულად გამოიძიოს. „ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს. ამასთან, მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დორულად გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი. დღისით, მზისით ჩვენი პარტიის წარმომადგენელი საკუთარი სახლის წინ ჩაცხრილეს. ჩვენ დაველოდებით დეტალების გარკვევას, თუმცა მთავარი მიზეზი, რის გამოც მსგავსი ფაქტები ხდება ქვეყანაში არსებული უმძიმესი მდგომარეობაა - წახალისებული კრიმინალი. ესაა იმ პოლიტიკური ნების გამოხატულება, რასაც დღევანდელ ხელისუფლებას ატარებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, ნაცვლად იმისა, რომ ამ მდგომარეობას ებრძოდეს, კომუნისტური რეიდებითაა წარმოდგენილი“, - განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)