|
2017-12-25 16:54:19, 1826 ნახვა
სამართალი
მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა 3 იანვრამდე გადაიდო
თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა 2018 წლის 3 იანვრამდე გადადო. მოსამართლე გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილის სახაზინო ადვოკატის სოფო გოგლიჩიძის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელმაც პროცესის გადადება უკვე მესამედ მოითხოვა. ადვოკატი აცხადებს, რომ საქმის მასალების გაცნობას ვერ ასწრებს. „საქმე ვადებში არ არის შეზღუდული, ასე რომ რატომ უნდა დაჩქარდეს ჩემი მხრიდან დასკვნითი სიტყვის მომზადება მაშინ, როდესაც არ ვარ სრულყოფილად ჩამოყალიბებული დასკვნითი სიტყვისთვის, ეს უკვე მიუთითებს იმაზე, რომ უნდათ, რაც შეიძლება მალე დასრულდეს საქმის წარმოება“, - განაცხადა სოფო გოგლიჩიძემ. რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურატურა სააკაშვილს თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)