|
2017-12-25 12:46:33, 1923 ნახვა
სამართალი
პოეტი ზვიად რატიანი ტვინის შერყევის გამო, საავადმყოფოში გადაჰყავთ
„ქრონიკის“ ინფორმაციით, პოეტი ზვიად რატიანი ტვინის შერყევის გამო, საავადმყოფოში გადაჰყავთ, როგორც „იმედს“ რატიანის ოჯახის წევრებმა განუცხადეს, მას ძლიერი ტკივილები დაეწყო. რატიანის საქმეზე პროცესი დღეს უნდა გაიმართოს, თუმცა ადვოკატი რატიანის ჯამრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მის გადადებას მოითხოვს. ზვიად რატიანი საპოლიციო კონტროლისას დააკავეს. რატიანი ამბობს, რომ სამართალდამცველებმა დაკავებისას უფლებამოსილებას გადააჭარბებს. ის პოლიციელებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან მოქალაქე ზვიად რატიანის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ძალადობით გადამეტების ფაქტზე. შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ზვიად რატიანი იყო ნასვამ მდგომარეობაში, ვერ აკონტროლებდა ქცევას და ლექსიკას, იქცეოდა აგრესიულად, წინააღმდეგობას უწევდა და შეურაცხყოფას აყენებდა სამართალდამცველებს, რითაც მათ არ აძლევდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შესაძლებლობას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)