13:20 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-25 10:28:40, 1874 ნახვა

საზოგადოება
დედაენის ბაღში საახლწლო ქალაქი გაიხსნა

დღეიდან დედაენის ბაღში გახსნილი საახალწლო ქალაქი სტუმრების მისაღებად მზად არის.

საახალწლო ქალაქში გამართულ ნიაზ დიასამიძისა და 33ა-ს კონცერტს  თბილისის მერი კახა კალაძე ოჯახთან ერთად დაესწრო.  ღონისძიებაზე თბილისის მერთან ერთად,  პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ,  საკრებულოს წევრები და პარლამენტის დეპუტატები იმყოფებოდნენ. 


საახალწლო ქალაქი ვიზიტორებს 24 დეკემბრიდან  7იანვრის ჩათვლით , დილის 10 საათიდან  ღამის 12 საათამდე,  მრავალფეროვანი გასართობი პროგრამით უმასპინძლებს. კერძოდ, დედაენის ბაღში გაიხსნა საახალწლო ბაზრობა , კინოს მოყვარულთათვის ფუნქციონირებს ღია კინოთეატრი. ყოველდღე 12 საათიდან , საღამოს 6 საათამდე სხვა ღონისძიებებთან ერთად სპეციალურად პატარებისთვის, საბავშვო გასართობი ღონისძიებები ჩატარდება. გარდა ამისა, დაგეგმილია საახალწლო სპორტული აქტივობები, იფუნქციონირებს სახელოსნოები და დაინტერესებული პირებისთვის მოეწყობა ვორქშოფები.


დედაენის ბაღში    ყოველდღიურად ქართველის მომღერლების  საახალწლო კონცერტები გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას  რობი კუხიანიძე და ჯგუფი „Outsider, ბასტი ბუბუ, პარა ორკესტრი და დათუნა ალადაშვილი, „ბლექ მაროუზი" და  ჯგუფი „რეზო და ბავშვები" მიიღებენ.


21 საათიდან  12 საათამდე დრო კი, ალტერნატიული მუსიკისა და დიჯეების კონცერტებს დაეთმობა.

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics