|
2017-12-23 11:42:33, 2015 ნახვა
საზოგადოება
უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ სოფლის განვითარების 3 წლიანი გეგმა დაამტკიცა
საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, რომელიც სოფლის განვითარებისთვის 69 პროგრამის განხორციელებას ისახავს მიზნად. სხდომა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაიმართა და მას მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე უძღვებოდა. ნოდარ კერესელიძის განცხადებით, მიღებული სამწლიანი გეგმა სოფლად მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებას ითვალისწინებს და მოიცავს კონკრეტულ ამოცანებს, რომელსაც ყველა ის უწყება განახორციელებს ვინც სოფლის განვითარებაშია ჩართული. „ეს არის ის დოკუმენტი რომლითაც მოხდება ამ სამი წლის განმავლობაში სტრატეგიით დასახული მიზნების და ამოცანების რეალურ ცხოვრებაში აღსრულება და განხორციელება. სამოქმედო გეგმა სხვადასხვა მიმართულებით 69 პროგრამას მოიცავს. აქცენტი ამ პროგრამებში არის, პირველ რიგში, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება, სოციალური პირობების გაუმჯობესება, ასევე აქცენტირებულია გარემოს დაცვითი ღონისძიებები, როგორიც არის მაგალითად ტყის და დაცული ტერიტორიების მდგრადი მართვის და შესაბამისი გეგმების განხორციელება, ასევე სოფლად ინფრასტრუქტურის განვითარება, ასევე საუბარია სოფლად მცხოვრები მოსახლეობის შესაძლებლობების და განათლების ზრდა, ასევე ეკონომიკური დივერსიფიკაციის მიმართულებები, ფერმერული მეურნეობების მოდერნიზაცია. ჯამურად სამივე წლის ბიუჯეტი ამ პროგრამების არის დაახლოებით მილიარდ 700 მილიონი ლარი. “ - განაცხადა ნოდარ კერესელიძემ. დამტკიცებული გეგმის მნიშვნელობაზე ისაუბრა გაეროს განვითარების პროგრამის ეკონომიკური განვითარების გუნდის უფროსმა გიორგი ნანობაშვილმა. „დამტკიცებულ სამწლიან გეგმაში გაეროს განვითარების პროგრამა აქტიურად არის ჩართული ტექნიკური დახმარების განხორციელების კომპონენტში, რომელიც ხელს უწყობს მთავრობის უწყებებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და ყველა ჩართულ მხარეს, რომ განახორციელონ ეფექტური კოორდინაცია, განავითარონ საკუთარი უნარები და დაიგეგმოს და განხორციელდეს ისეთი პოლიტიკა, რომელიც სოფლად მოიტანს ხელშესახებ ეფექტს. სწორედ ამ აქტივობებზე, რომელიც 3 წელიწადში უნდა განხრორციელდეს არის ეს სამოქმედო გეგმა, რომელიც კონკრეტულ ამოცანებზეა ორიენტირებული.“ - განაცხადა გიორგი ნანობაშვილმა. სამწლიან სამოქმედო გეგმაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სოფლად მეწარმოებისა და ტურიზმის განვითარების კუთხით პროექტებს განახორციელებს. ამის შესახებ შეხვედრაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ ისაუბრა. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ კი აღნიშნა, რომ სამინისტრო სოფლის განვითარების კუთხით რეგიონებში სერვისის მიწოდების ხარისხის გაუმჯობესებაზე იმუშავებს. დღევანდელ სხდომას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოში შემავალი ყველა სამინისტროს წარმომადგენელი მონაწილეობდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ დღეს მიღებული სამოქმედო გეგმა მომავალ კვირას მთავრობის სხდომაზე გავა დასამტკიცებლად.
(NS)
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)