|
2017-12-22 18:30:08, 2452 ნახვა
სამართალი
კალათბურთის დაკავებული მსაჯები ბრალს აღიარებენ
კალათბურთის დაკავებული მსაჯები - ირაკლი და დავით ბერიშვილები ბრალს აღიარებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს მათმა ადვოკატმა იასონ ბესელიამ განუცხადა. „ედავებიან იმას, რომ გარკვეული თამაშების ჩაწყობის სანაცვლოდ მათ აიღეს უკანონოდ გარკვეული ანაზღაურება. ისინი აცხადებენ, რომ მათ თანხა აიღეს და დანაშაულს აღიარებენ. დამოუკიდებლად რა თქმა უნდა არ მოქმედებდნენ. ამას გამოძიება დაადგენს. დეტალურად ვერ გეტყვით კიდევ ვინ მონაწილეობდა ამ სქემაში“,-განაცხადა ადვოკატმა. შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები -ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე საკალათბურთო კლუბ „სოხუმი“-ს მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი - თემურ დათიკაშვილი დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)