19:36 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-22 17:27:31, 2080 ნახვა

ეკონომიკა
სურამში ყოფილი სანატორიუმი „ფოლადი“ იყიდება

პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში, კურორტ სურამში მდებარე ყოფილი სანატორიუმი „ფოლადის“ ტერიტორიაზე 30511 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 27 შენობა-ნაგებობა პირობიან ელექტრონულ აუქციონზე იყიდება .

დაბა სურამში, ჩუმათელეთში მდებარე ყოფილი ბანაკი „ფოლადი“ 30511 კვ.მ. მიწის ნაკვეთზეა განთავსებულია და მიმზიდველია სასტუმრო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე უძრავი ქონება საწყის ღირებულებად - 890 000 ლარად გამოიტანა. აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა. 

პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ გულისხმობს ტურისტულად ყველაზე აქტიურ რეგიონებში მდებარე სახელმწიფო ქონების ინვესტორებისთვის შეთავაზებას სასტუმრო-ინფრასტრუქტურის მოსაწყობად.

პროექტის ფარგლებში დღეის მდგომარეობით გაყიდულია 39 400 501 ლარის უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა არანაკლებ 59 200 000 ლარს შეადგენს.

აუქციონის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.eauction.ge/Home/EntityView/488602

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics