03:51 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-22 14:40:32, 2463 ნახვა

სამართალი
უკრაინის სააპელაციო სასამართლოში სააკაშვილის პროცესი 3 იანვრისთვის გადაიდო (ვიდეო)

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით, უკრაინის სააპელაციო სასამართლოში, უკრაინის გენერალური პროკურატურის საჩივრის განხილვა 3 იანვრამდე გადაიდო.

გადაწყვეტილება კიევის სააპელაციო სასამართლომ მიიღო. 

„სასამართლოს დღემდე არ მიუღია საჭირო მასალები, აქედან გამომდინარე სასამართლო ვერ შეძლებს საკითხის გადაწყვეტას, ამიტომაც განხილვა 3 იანვრამდე გადაიდო“, – განაცხადა მოსამართლე  ოლეგ პრიზიაჟნუკმა.

სასამართლოს გადაწყვეტილებას ოდესის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა.

„სასამართლოსთან პრეტენზიები არ მაქვს, რადგან  პროკურატურამ მასალები არ გადასცა. რატომ არ გადასცა?–  3 იანვარს ყველა ისვენებს, მსოფლიო არ დააკვირდება მიმდინარე მოვლენებს და იმ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რაც აწყობთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics