|
2017-12-22 11:10:41, 2115 ნახვა
სამართალი
გახარია განცხადებით, იბერიაში მომხდარი ინციდენტის გამოძიების მუხლი შეიძლება გადაკვალიფიცირდეს
შინაგან საქმეთა მინისტრი ტელეკომპანია „იბერიაში“ მომხდარ შემთხვევას და დაცვის პოლიციის თანამშრომლის დაჭრის ფაქტს გამოეხმაურა. „ამ შემთხვევას გარკვეული სპეკულაციები მოყვა. სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ პოლიტიკურად ნეიტრალური საპოლიციო სისტემა არის ჩვენი უმთავრესი ფასეულობა და რა თქმა უნდა, მსგავს შემთხვევებს, ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის შესაბამისი რეაგირება მოყვება“,-აღნიშნა გახარიამ. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, გამოძიება უკვე დაწყებულია და ჯერჯერობით 126-ე მუხლით მიმდინარეობს, თუმცა შეიძლება გადაკვალიფიცირდეს. მისივე განმარტებით, სამართალდამცავ ორგანოებს აქვთ ვალდებულება, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა ყველა მოქალაქის წინაშე. „პოლიტიკურად ნეიტრალური საპოლიციო სისტემა არის ქვეყნისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი კომპონენტი’’- განაცხადა გიორგი გახარიამ. რაც შეეხება დაცვის პოლიციის თანამშრომლის დაჭრის ფაქტს, გიორგი გახარიას ინფორმაციით, ეს იყო თვითდაზიანება - „თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პროცესი მიმდინარეობს და საბოლოო შეფასებას ჯერ ვერ ვაძლევთ”,-დასძინა გახარიამ. შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებაში შევიდა შეტყობინება, რომ მიმდინარე წლის 21 დეკემბერს თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე ტელეკომპანია „იბერიის“ გადაცემაში "ცენზურის გარეშე“, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საბჭოს წევრს, ეკა წამალაშვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)