|
2017-12-22 01:06:11, 2160 ნახვა
სამართალი
„იბერიაში“ მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე, გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
ტელეკომპანია „იბერიის“ პირდაპირ ეთერში, მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ უწყების განცხადებაშია აღნიშნული: „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ძველი თბილისის სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ მიმდინარე წლის 21 დეკემბერს თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე ტელეკომპანია „იბერიის“ გადაცემაში "ცენზურის გარეშე“, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საბჭოს წევრს, ეკა წამალაშვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მომხდარზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის ინციდენტში მონაწილე პირების გამოკითხვა. გამოძიება ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით“, - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, ტელეკომპანია „იბერიის“ პირდაპირ ეთერში, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭო წევრ ეკა წამალაშვილს კულტურის პალატის ხელმძღვანელმა დავით ოქიტაშვილმა წყალი შეასხა, შემდეგ კი ჭიქა ესროლა. გავრცელებული ინფორმაციით, გადაცემის შემდეგ, ტელევიზიის შენობასთან წამალაშვილს ფიზიკურად ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია დაუპირისპირდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)