2017-12-22 00:38:00, 2915 ნახვა
პოლიტიკა
ნიკი ჰეილი საქართველოს მადლობას უხდის
გაერო-ში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ნიკი ჰეილიმ, მადლობა გადაუხადა ქვეყნებს, რომლებმაც გაერო-ს საგანგებო სხდომაზე, იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით აშშ-ის გადაწყვეტილების საწინააღმდეგო რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს.
ქვეყნებში ჩამონათვალში, რომელსაც ჰეილიმ მადლობა გადაუხადა, საქართველოც არის.
"ჩვენ ვაფასებთ ამ ქვეყნებს, რომლებიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უპასუხისმგებლო გზაზს არ დაადგნენ", - წერს ჰეილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საგანგებო სხდომაზე რეზოლუცია მიიღო, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ გადაწყვეტილება უკან წაიღოს. საქართველოს დელეგაციას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმაც გააკეთა.
ავტორი: ,