2017-12-21 18:33:25, 1831 ნახვა
კომენტარი
გიორგი კვირიკაშვილი: „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო, ალბათ, გასააქტიურებელია
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო გასააქტიურებელია.
თუმცა, კვირიკაშვილი ფიქრობს, რომ მსგავსი საკითხები პარლამენტის ტრიბუნიდან განსახილველი არ არის:
„“ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო, არ მგონია ეს ტრიბუნა იყოს საერთოდ ამ საკითხის განხილვის ადგილი, კრიტიკად არ ჩამითვალოთ, მე მზად ვარ, თქვენთან ერთად განვიხილოთ პარტიის საკითხები.ზოგადად პარტიის პოლიტსაბჭო ალბათ გასააქტიურებელია, თვითონ პარტიის საკითხები ალბათ სხვა პლატფორმაზე უნდა განვიხილოთ. მე არ ვიტყოდი, რომ მხოლოდ სოზარ სუბარია ჩვენს მთავრობაში, ვისაც „ქართული ოცნებისადმი“ სიმპატიები გააჩნია, ოფიციალურ წევრობას არ ვგულისხმობ“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ავტორი: ,