03:56 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-21 17:50:23, 2020 ნახვა

კომენტარი
გიორგი გახარია: გუშინდელი ფაქტის შემდეგ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კონტაქტი დროის ფუჭი ხარჯვაა

„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ზოგიერთ ჯგუფს ჰგონია - მის არსებობას მნიშვნელობა აქვს“, - ამის შესახებ საქართველოს შს მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ გუშინ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, ენმ-სთან კონტაქტი დროის ფუჭი ხარჯვაა.

რეალურად, გუშინდელმა ფაქტმა დაადასტურა, რომ მათი ქმედებები აბსოლუტურად ცარიელია და  მხოლოდ პროვოკაციებსა და უაზრო ჭორებზეა დაყრდნობილი.  საჭიროდ არ ვთვლი, ამაზე რაიმე რეაქცია მქონდეს. ეს არის ცარიელი, ყველანაირ შინაარსს მოკლებული რეპლიკები, ჭორები და გაუგებარი ბრალდებები. ამიტომ ვთვლი, რომ დღეიდან ამ ძალასთან არ უნდა გვქონდეს კონტაქტი, ეს დროის ფუჭი ხარჯვაა“, – განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას შორის დაპირისპირება მოხდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics