02:51 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-21 16:23:43, 1837 ნახვა

კომენტარი
მელია: მგონი მადლობა მაქვს მოსახდელი, რომ გიორგი კვირიკაშვილმა ცივი იარაღი არ გამოიყენა

„მგონი მადლობა მაქვს მოსახდელი, რომ გიორგი კვირიკაშვილმა ცივი იარაღი არ გამოიყენა“, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“  წევრი ნიკა მელია მასსა და პრემიერ-მინისტრს შორის გუშინდელ დაპირისპირებას.

მელიას თქმით, მმართველმა გუნდმა ახალი მოცემულობა შექმნა და ისინი პროვოკაციად თვლიან ოპოზიციის მხრიდან დასმულ მწვავე კითხვებს.

„მე მაპატიეთ, მაგრამ აბა რას ელოდებიან ჩემგან ან სხვა ოპოზიციური დეპუტატებისგან. ქებას დავუწყებთ და დიდებას მაშინ, როდესაც ხუთი წლის განმავლობაში ქვეყანას ვერ სთავაზობენ გამოსავალს, მაშინ როდესაც ხუთი წლის განმავლობაში ქვეყანას ვერ სთავაზობენ ქვეყნის განვითარების ვერანაირ გეგმას. იქითკენ მიჰყავთ ახლა საქმე "ქართული ოცნების" ლიდერებს და დეპუტატებს, მე მგონი მადლობა მაქვს მოსახდელი, რომ ცივი იარაღი არ გამოიყენა ბატონმა კვირიკაშვილმა. არ მაინტერესებს კვირიკაშვილი მე როგორც ადამიანი. მე მაინტერესებს კვირიკაშვილი როგორც პრემიერ-მინისტრი ადამიანი, რომელსაც ხელთ უპყრია მართვის სადავეები ამ ქვეყნისა“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას შორის დაპირისპირება მოხდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics