|
2017-12-21 10:45:27, 1771 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ბანკის დაფინანსებით კიდევ ერთი სოციალური საწარმო “ჭკვიანი გემო“ წნორში გაიხსნა
საქართველოს ბანკის ფონდმა, „სიცოცხლის ხე“ ქალაქ წნორში სოციალური საწარმო „ჭკვიანი გემო“ გახსნა. სამოქალაქო ინიციატივის პროექტმა, საქართველოს ბანკის ფონდ „სიცოცხლის ხის“ მიერ 2016 წელს გამოცხადებულ სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერ კონკურსში გაიმარჯვა და ბანკმა პროექტი 39 ათასი ლარის ოდენობის გრანტით დააფინანსა. სოციალური საწარმო „ჭკვიანი გემო“ ქალაქ წნორში ორ სივრცეს აერთიანებს - საცხობს და საგანმანათლებლო სივრცეს, რომელშიც 4 პირია დასაქმებული, მათ შორის არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბენეფიციარი. პროექტის ფარგლებში გარემონტდა და მოეწყო სამზარეულო, რომელიც აღიჭურვა სპეციალური დანადგარებით, მძლავრი ღუმელებით, რაც პარალელურ რეჟიმში შესაძლებელს ხდის, ერთდროულად დამზადდეს რამდენიმე სახეობის პროდუქტი. ამასთან, დაფინანსებული თანხით შეძენილ იქნა ე.წ სკუტერი, რომლის დახმარებითაც გაიმართა პროდუქციის ადგილზე მიტანის სერვისი. რაც შეეხება საგანმანათლებლო სივრცეს - პერიოდულად მოეწყობა როგორც შემეცნებითი შეხვედრები, ტრენინგები, მასტერკლასები, ასევე ზღაპრების კითხვის საღამოები მცირეწლოვანი სტუმრებისთვის. გაიმართება, სხვადასხვა სოციალური აქტივობები, რომელიც წნორის მოსახლეობის ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის იქნება საინტერესო. აღსანიშნავია, რომ სოციალური საწარმოს შემოსავალი წნორის მოსახლეობის სოციალურ აქტივობებში ჩართვას და შშმ პირების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, მათ სახელობო უნარების განვითარებას და დასაქმებას მოხმარდება. საქართველოს ბანკმა გასულ წელს ჯამში 5 სოციალური საწარმოს შექმნა 200 000 ლარზე მეტი თანხის ოდენობით დააფინანსა, დაფინანსებული საწარმოები 2017 წლის ბოლომდე ეტაპობრივად გაიხსნება.
(R)
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
კიევის სასამართლომ ფულის გათეთრების საქმეზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ანდრეი იერმაკი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)