02:54 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-20 23:28:35, 2106 ნახვა

კომენტარი
სიგუა: კვირიკაშვილმა ფრაზის „სექსი პლაჟზე“ გამო, სამსახურიდან გამათავისუფლა, დღეს კი, პარლამენტის წევრს აგინა

„გიორგი კვირიკაშვილმა ჩემს მიერ ნათქვამი ფრაზის „სექსი პლაჟზეს“ გამო სამსახურიდან გამათავისუფლა, დღეს პარლამენტის წევრს აგინა პირდაპირ ეთერში“, - ამის შესახებ GEM FEST-ის დამფუძნებელი გიორგი სიგუა Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“სამი წლის წინ მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას საჯაროდ ბოდიში მოიხადა ჩემს მიერ ნათქვამი ფრაზის “სექსი პლაჟზეს” გამო და სამსახურიდან გამათავისუფლა (ტურიზმის დეპარტამენტის უფროსობიდან)“ თანამდებობის პირისთვის შეუფერებელი საქციელის” გამო.

დღეს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში , პარლამენტის წევრს დედის ყველაფერი აგინა პირდაპირ ეთერში. განა რამე ისე გამახსენდა...“, - წერს სიგუა.

შეგახსენებთ, პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას შორის დაპირისპირება მოხდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics