|
2017-12-20 15:46:48, 1848 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილმა გაერთიანებული უწყების პრიორიტეტები წარმოადგინა
მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგელობის სამთავრობო პროგრამა დღეს საპარლამენტო კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებმა მოისმინეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დეპუტატებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებებით განხორციელებული სამუშაოები და არსებული გამოწვევების გათვალისწინებით შემუშავებული სამომავლო გეგმები გააცნო. მინისტრმა სტრუქტურული ცვლილების განხორციელების შემდეგ შექმნილი უწყების, გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრიორიტეტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება, დაცული ტერიტორიების დაცვის ხარისხის გაუმჯობესება და სატყეო სააგენტოსთვის შესაძლებლობების გაძლიერება, ასევე გარემოსდაცვითი განათლებისა და ცნობიერების ამაღლება. მინისტრმა აგრარული დარგის განვითარებისთვის კერძო ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფერმერებისა და მეწარმეებისთვის სახელმწიფო კვლავ გააგრძელებს ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამების განხორციელებას. მნიშვნელოვანი ღონისძიებები ჩატარდება მელიორაციის კუთხით, სახელმწიფო ხელს შეუწყობს სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციას. მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგელობის სამთავრობო პროგრამა ხუთი კომიტეტის - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, აგრარული კომიტეტის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის, საფინანსო-საბიუჯეტო, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოისმინეს. საკომიტეტო მოსმენების შემდეგ პროცესი უმცირესობისა და უმრავლესობის ფორმატში გაგრძელდება, ხოლო მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადება 21 დეკემბრის რიგგარეშე სხდომაზე.
(NS)
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)