12:28 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-20 11:51:41, 1845 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქში 14 ქუჩა გამოიყოფა, სადაც მიკროავტობუსები გაჩერებას მხოლოდ გაჩერებებზე შეძლებენ

საპილოტე პროექტის ფარგლებში, დედაქალაქში პირველ ეტაპზე, 14 ქუჩა გამოიყოფა, სადაც მიკროავტობუსები გაჩერებას მხოლოდ გაჩერებებზე შეძლებენ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციასთან ერთად, აღნიშნული გეგმის შემუშავებისთვის მერიის შესაბამის სამსახურებს მადლობა გადაუხადა.

„გამოიყოფა 14  ქუჩა, სადაც ყვითელ სამარშრუტო ტაქსებს ექნებათ შესაძლებლობა, მხოლოდ და მხოლოდ მოსაცდელებზე გააჩერონ. დღეს მიკროავტობუსები ნებისმიერ ადგილზე ჩერდებიან და მგზავრები,  რომლებიც ჩამოდიან, ქუჩებზე გადარბიან. ეს ძალიან სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რითაც საფრთხეს უქმნიან, როგორც საკუთარ თავს, ასევე მძღოლებსაც. ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს და მოწესრიგდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურებს სთხოვა, აღნიშნული საპილოტე პროექტის ამოქმედებამდე, კონკრეტულ ქუჩებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახორციელონ.

„ჩვენ განვახორციელებთ საპილოტე პროექტს, სადაც 14 ქუჩა იქნება წარმოდგენილი. ამ ყველაფერში საპატრულო პოლიცია ჩაერთვება. მინდა ვთხოვო ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურებს, რომ ამ კონკრეტულ ქუჩებზე, ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახორციელოთ, იმისთვის, რომ მოსაცდელების გაფართოება მოხდეს, რათა საცობები მიზანმიმართულად არ შევქმნათ. ეს ყველაფერი მოსაწესრიგებელია. ასევე უნდა მოხდეს ინფორმირება, როგორც საზოგადოების, ასევე სამარშრუტო მიკროავტობუსის კომპანიის მფლობელების და მძღოლების, რათა რაიმე დისკომფორტი არ გამოიწვიოს არც მძღოლებში და არც მოსახლეობაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics