12:43 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-19 14:36:20, 2014 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მეტროს რეაბილიტაციისთვის აზიის განვითარების ბანკი 12 მილიონ ევროს გამოყოფს

საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის  „მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა - „პროექტი 5-ის“ შეთანხმება გაფორმდა, რომელიც 2018-2019 წლებში, თბილისის მეტროს რეაბილიტაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსებას ითვალისწინებს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა იეშიმ ელჰან-კაიალარიმ მოაწერეს.

მათივე ინფორმაციით, შეთანხმების ფარგლებში, ADB-ის მიერ საქართველოსთვის 12 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი გამოიყოფა.

პროექტის ფარგლებში, მეტროს ელექტროგაყვანილობისა და სავენტილაციო სისტემის შეცვლაა დაგეგმილია.

პროექტს თბილისის მერია,  შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ და სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი“  განახორციელებენ. 

დღესვე, გაფორმდა საპროექტო ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მაია ბითაძემ, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ გენერალურმა დირექტორმა მამუკა კობახიძემ, „მუნიციპალური განვითარების ფონდის“ აღმასრულებელმა  დირექტორმა გალაქტიონ ბუაძემ და აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა მოაწერეს.

ფინანსთა სამინისტროში გამართულ ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე დაესწრო.

(NS) 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის საელჩო: ვულოცავთ შიო III-ს პატრიარქად არჩევას, ისტორიული მოვლენაა, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პატრიარქის პირველი არჩევაა
CNN: ტრამპი იმედგაცრუებულია ირანთან მოლაპარაკებებით და ომის განახლებისთვის ემზადება
ტრამპის შვილი X-ზე ტრამპ თაუერ თბილისის რენდერის ფოტოს აქვეყნებს
სვეტიცხოველში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics