|
2017-12-18 20:58:18, 2242 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძემ პოლონეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის პირველი დღე შეაჯამა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკაში იმყოფება, ვიზიტის პირველ დღე ჟურნალისტებთან საუბრისას შეაჯამა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღეს გამართულ მნიშვნელოვან შეხვედრებზე საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებულ მეგობრობასა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება საქართველოსა და პოლონეთის პარლამენტებს შორის დღეს გაფორმებული შეთანხმების მნიშვნელობაზე გაამახვილა. „დღეს გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან, ასევე, ორივე პალატის სპიკერებთან. ვისაუბრეთ ჩვენს თანამშრომლობაზე, მეგობრობაზე პოლონელებსა და ქართველებს, პოლონეთის სახელმწიფოსა და საქართველოს სახელმწიფოს შორის. ვისაუბრეთ ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივაზე. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენ დღეს გავაფორმეთ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება საქართველოს პარლამენტსა და პოლონეთის პარლამენტს შორის. ამ დოკუმენტს ხელი მოაწერა პოლონეთის პარლამენტის ორივე პალატის სპიკერმა",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, გამართულ შეხვედრებზე ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ბიზნეს-ფორუმის ორგანიზების შესახებ პოლონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე საუბრისას ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს იქნება კარგი პლატფორმა დამატებითი პროგრესისთვის. მისივე თქმით, საპარლამენტო თანამშრომლობას ახალ დონეზე გადაიყვანს ქართულ-პოლონური საპარლამენტო ასამბლეის შექმნა. „ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა თავად დასვა ბიზნეს-ფორუმის ორგანიზების საკითხი, რაც იქნება ძალიან კარგი პლატფორმა იმისთვის, რომ გვქონდეს დამატებითი პროგრესი ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით და ამ კუთხით ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ. ასევე, ვისაუბრეთ ერთობლივი ასამბლეის შექმნაზე. ასეთი თანამშრომლობის შექმნის გამოცდილება აქვს პოლონეთს რამდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის, მოლდოვასთან, ლიტვასთან და ჩვენ მოხარული ვართ, რომ ასეთი ინიციატივა განხორციელდება საქართველოსთან მიმართებით, რაც ახალ დონეზე, სტრატეგიულ დონეზე გადაიყვანს ჩვენი პარლამენტების თანამშრომლობას",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)