23:39 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-18 14:49:44, 1785 ნახვა

კომენტარი
სულხან სალაძე: საზმაუს მოთხოვნა, რომ კომერციული რეკლამის დრო გაეზარდოს, მიუღებელია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის სულხან სალაძის განცხადებით, იმ პირობებში, როდესაც საზოგადოებრივ მაუწყებელს დაფინანსება ყოველწლიურად ეზრდება, აღარ უნდა ჰქონდეს პრეტენზია, კომერციულ რეკლამაზე შეღავათი მიიღოს.

სალაძის თქმით, საზმაუსთან დაკავშირებული პრობლემები, შესაძლოა, რამდენიმე ნაწილად დაიყოს.

"პირველი პეობლემა ეხება შესყიდვებს. კანონის დონეზე არ არსებობს მინიმალური  სტანდარტიც კი, შემოთავაზებულ ცვლილებებში, რომელიც განსაზღვრავს, როგორ მოხდება ამ პროდუქტების შერჩევა და შესყიდვა, ვინ მიიღებს გადაწყვეტილებას, რა პრინციპით მოხდება გადაწყვეტილებების მიღება. ამ უფლებამოსილებებს მხოლოდ საბჭოზე და მენეჯმენტზე გადაცემა არის შეცდომა, ვინაიდან ეს არის დაბალი სტანდარტი და რეალურად კანონმა უნდა განსაზღვროს მინიმალური სტანდარტი თუ როგორ მოხდება შესყიდვები.
მეორე საკითხი ეს არის სტარტაპები. არ არსებობს არანაირი რეგულაცია შემოთავაზებულ ცვლილებებში, მაგალითად მენეჯმენტსაც არ აქვს პოზიცია, თუ რა ნაწილი მიმართოს ბიუჯეტის სტარტაპებზე, რა ბედი ელის იმ თანხას რომელიც გაიხარჯება ამ კუთხით და არ გაამართლებს.
მესამე ნაწილი რეკლამის თემაა. საზოგადოებრივი მაუწყებლის მომავალი წლის დაფინანსება  დაახლოებით 53 მილიონი ლარია. ეს თანხა საქართველოში მთელი სარეკლამო ბაზრის ნახევარზე მეტი გამოდის და ამ ფონზე საზოგადოებივი მაუწყებლის მხრიდან მოთხოვნა, რომ გაეზარდოს კომერციული რეკლამის დრო, არის მიუღებელი. ამ პირობებში, როდესაც მაუწყებელს ყოველწლიურად ეზრდება დაფინანსება, აღარ უნდა ჰქონდეს პრეტენზია, კომერციულ რეკლამაზე მიიღოს მეტი შეღავათები.
კიდევ ერთი საკითხია  ეხება ბორდსა და მენეჯმენტს შორის უფლებამოსილების გამიჯვნას. საბჭო არ ამტკიცებს მხოლოდ მაუწყებლის ბიუჯეტს, ის ასევე ითანხმებს აჭარის მაუწყებლის ბიუჯეტს. თუკი საბჭო ჩათვლის, რომ საჭიროა აჭარის მაუწყებელს გაუზარდოს დაფინანსება, ის ამას ვეღარ გააკეთებს, თუკი არ იქნება გენერალური დირექტორის მიერ  ინიცირებული ცვლილებები. ეს არის ერთი მაგალითი რატომაც არის პრობლემური ამ უფლებამოსილების გამიჯვნა", - განაცხადა სალაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics