|
2017-12-18 13:08:52, 2193 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ განკარგულება გამოსცა
საქართველოს პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ განკარგულება გამოსცა. განკარგულება პრეზიდენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის 111 პუნქტის შესაბამისად გამოსცა. როგორც განკარგულებაშია აღნიშნული, 2017 წლის 18 დეკემბრიდან ცხადდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევი კონკურსი: · ,,საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი შეირჩევა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისაგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისაგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე. · მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ორგანიზაციები უფლებამოსილი არიან საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინონ საბჭოს წევრის არა უმეტეს ერთი კანდიდატისა. · არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს უფლება აქვს წარადგინოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი, თუ კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლო-ებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში. · საბჭოს წევრობის კანდიდატი უნდა იყოს სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი და სარგებლობდეს მაღალი რეპუტაციით. საქართველოს პარლამენტის წევრის, მოსამართლისა და პროკურორის საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენა არ შეიძლება. · საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატად პირის რეგისტრაციისათვის წარდგენილი უნდა იქნეს: ა) წარდგინება, რომელსაც თან ახლავს წევრობის კანდიდატის წინასწარი თანხმობა; ბ) კანდიდატის ერთი ფოტოსურათი; გ) ავტობიოგრაფია; დ) უმაღლესი იურიდიული განათლების (მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ე) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ვ) სპეციალობით არანაკლებ 5 წლის მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ზ) თუ წარმდგენი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია - დოკუმენტები, რომლებითაც დასტურდება, რომ კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში; თ) სარეკომენდაციო ხასიათის წერილები, ასეთის არსებობის შემთხვევაში. · საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის კანდიდატის წარდგენა შეიძლება კონკურსის გამოცხადებიდან ათი დღის განმავლობაში. · საბუთები მიიღება მისამართზე: ქ. თბილისი, აბდუშე-ლიშვილის ქ. N1, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. · კონკურსის ჩატარების ორგანიზაციული უზრუნველყოფა განახორციელოს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტმა", - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განკარგულებაში.
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)