|
2017-12-18 11:34:23, 2093 ნახვა
სამართალი
Birja Mafia-ს წევრის, გიორგი ქებურიას მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა
თბილისის პროკურატურამ ჯგუფ Birja Mafia-ს წევრის, გიორგი ქებურიას წინააღმდეგ საქმის წარმოება შეწყვიტა, - ამის შესახებ ქებურიას ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. სამართალდამცველებმა გიორგი ქებურია ჯგუფის კიდევ ერთ წევრთან, რეპერ მიხეილ მგალობლიშვილთან ერთად, 7 ივნისს დააკავეს. პროკურატურა ქებურიას 2,3342 გრამი MDMA-ის შეძენა-შენახვას ედავებოდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში Birja Mafia-ს წევრებს გიორგი ქებურიასა და მიხეილ მგალობლიშვილს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდათ. რეპერები აცხადებდნენ, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს და რეალურად, მათზე შური კლიპის გამო იძიეს, სადაც პოლიციელი გააშარჟეს. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების სახით მათთვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე, დაცვის მხარემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და პატიმრობის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებით შეცვლა მოითხოვა. 12 ივნისს სააპელაციო სასამართლომ Birja Mafia-ს წევრები გაათავისუფლა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)