|
2017-12-15 21:04:31, 2867 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიის სუპერ თასი 2017
კვირას, 17 დეკემბერს, 15:00 საათზე, 35-ე სკოლის საფეხბურთო სტადიონზე -"მარაკანა", ქალაქ თბილისის მერიის, საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთობლივი პროექტის - „თბილისის მერიის სუპერ თასის“ ფინალური მატჩი გაიმართება. „თბილისის მერიის სუპერ თასის“ მოსაპოვებლად, ერთმანეთს თბილისის უმაღლესი ლიგისა და თბილისის მერიის თასის გამარჯვებული გუნდები, „სეუ“ და „ნახალოვკა“ დაუპირისპირდებიან. გამარჯვებულ გუნდს, ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით, გადაეცემა თასი და სიმბოლური პრიზები. დასწრება თავისუფალია. პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „აჭარა“, ტელეკომპანია „თრიალეთი“. ინტერნეტ პორტალები: “sportstar.ge”, „მსოფლიო სპორტი“, “1news.ge”, “epn.ge”, “ავტორადიო”, რადიო „ჯაკო“.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)