|
2017-12-15 18:15:45, 2086 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ხმალაძემ საკრებულოს დეპუტატებს 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტები და პროგრამები გააცნო
თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ საკრებულოს დეპუტატებს 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტები და პროგრამები გააცნო. როგორც საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ხმალაძემ აღნიშნა, 2018 წლის თბილისის ბიუჯეტის მოცულობა 861,6 მლნ ლარს შეადგენს, რაც 2017 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, 60,3 მლნ ლარით მეტია, ხოლო პირველ პროექტს 46,4 მლნ ლარით აღემატება. მისი თქმით, ბიუჯეტის პროექტით შემოსავლები ჯამურად 810 მლნ ლარს შეადგენს. მათ შორის, გადასახადები - 250 მლნ, სადაც საშემოსავლო გადასახადები 90 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო ქონების გადასახადი - 160 მლნ ლარს. გარდა ამისა, ხმალაძის განცხადებით, 2017 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სპეციალური ტრანსფერის სახით დამატებით, 14 000.0 ათასი ლარი მეტროს ვაგონის ორი ახალი შემადგენლობის შესაძენად გამოიყოფა. 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში, დედაქალაქში არსებული საჭიროებებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, პრიორიტეტად ინფრასტრუქტურული პროექტები, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, ჯანმრთელობის დაცვა, კულტურა, განათლება, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება განისაზღვრა.
(NS)
საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია დაამტკიცა
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)