05:44 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-08 19:43:16, 789 ნახვა

ეკონომიკა
ქართულმა ექსპორტიორმა კომპანიებმა აზიის უმსხვილეს გამოფენაში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ქართული ექსპორტიორი კომპანიები მონაწილეობდნენ წლის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და მაშტაბურ საერთაშორისო სურსათისა და სასმელი პროდუქციის გამოფენაში „SIAL CHINA 2015”, რომელიც ჩინეთში, შაინხაიში იმართება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენის მიზანს ადგილობრივ და საერთაშორისო მყიდველებთან კონტაქტის დამყარება და საქართველოში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაცია წარმოადგენდა.

„SIAL CHINA 2015” აზიის უმსხვილესი გამოფენაა, სადაც 82 ქვეყნის პავილიონი იყო განთავსებული და მასში 2734-ზე მეტი კომპანია იღებდა მონაწილეობას, ხოლო ვიზიტორების რაოდენობა 55 000-ს აღემატებოდა.

„SIAL CHINA 2015”-ის ფარგლებში, ქართული სტენდის ქვეშ მონაწილეობდნენ წვენების, მინერალური წყლის, წყაროს წყლის, თხილის  და ასევე კვების მრეწველობაში მომუშავე ქართული კომპანიები კერძოდ: „არომა პროდუქტი“ (ხილის და ბოსტნეულის გადამუშავება); „კულა“ (ხილის და ბოსტნეულის გადამუშავება); „ნაბეღლავი“ (მინერალური და წყაროს წყლის წარმოება); „ჯეორჯიან პროდაქთ რენესანსი“ (თხილის); „ვაზიანი“ (ღვინო); „მარნეული“ (ღვინო).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics