|
2017-12-15 14:51:52, 1862 ნახვა
საზოგადოება
საჯარო და ბიზნესის სექტორისთვის „რეგიონული კიბერსავარჯიშო 2017“ გაიმართა
15 დეკემბერს სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს" სამთავრობო კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფ „CERT.GOV.GE"-ს ორგანიზებით მორიგი ეროვნული კიბერსავარჯიშო გაიმართა. კიბერსავარჯიშოში მონაწილეობდნენ როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორის გამოცდილი კიბერპროფესიონალები. ღონისძიება სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს" თავმჯდომარე ნიკოლოზ გაგნიძემ გახსნა. სავარჯიშოებში მონაწილეობა მიიღო დარეგისტრირებულმა 60-მდე IT-პროფესიონალმა, რომლებიც ჯგუფებად დანაწილდნენ. 3 პირისგან შემდგარ თითოეულ ჯგუფს მიეცა კონკრეტული დავალებები, კერძოდ, სხვადასხვა სირთულის კიბერინციდენტის გამოვლენა და მათი დროული აღმოფხვრა. ასეთი ტიპის ღონისძიებების მიზანია, ხელი შეუწყოს კიბერუსაფრთხოების პოპულარიზაციას როგორც საჯარო, ისე ბიზნესის სექტორში. უკვე რამდენიმე წელია, სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტო" ყოველწლიურად ატარებს ღონისძიებებს კიბერუსაფრთხოების საკითხებში ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებს საშუალება ეძლევათ, უკეთ გაეცნონ სხვადასხვა უწყების გამოცდილებას; მიიღონ საჭირო ინფორმაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კრიტიკულ სიტუაციაში დროული და სწრაფი რეაგირებისათვის. სავარჯიშოები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. დასასრულ, სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტომ" ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადასცა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)