|
2017-12-15 12:01:19, 1848 ნახვა
საზოგადოება
უცხო ქვეყნის მოქალქეთათვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების 5 წლიანი ვადა შესაძლოა, 10 წლამდე გაიზარდოს
უცხო ქვეყნის მოქალქეთათვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების 5 წლიანი ვადა (კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრების) 10 წლიანი ვადით იცვლება. ცვლილებას "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" კანონი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული. ინიციატორი ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" წევრი ემზარ კვიციანია, ხოლო ავტორი- საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21“-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე. კანონპროექტის ავტორის აზრით, არსებული 5 წლიანი საცხოვრებელი ვადა საქართველოს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით, არის ძალიან მცირე პერიოდი და აუცილებელია მისი 10 წლამდე გაზრდა. ავტორი განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის მოქალაქეობის მიღების 10 წლიანი ვადები მრავლად გვხდება ევროპის ქვეყნებში, მათ შორის ბელგიასა და საბერძნეთში. კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს განიხილავენ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)