2017-12-15 10:34:10, 2391 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთში მატარებელი სასკოლო ავტობუსს შეეჯახა - 4 მოზარდი დაიღუპა, 19 კი, დაშავდა (ვიდეო)
საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში მატარებელი სასკოლო ავტობუსს შეეჯახა.
Euronews-ის ინფორმაციით, შეჯახების შედეგად 4 ბავშვი დაიღუპა, 7 მძიმედ დაშავდა, 12-მა კი, მსუბუქი დაზიანებები მიიღო.
შემთხვევა ქალაქ პერპინიანში მოხდა. მედიის ცნობით, ავტობუსში 13-დან 17 წლამდე ასაკის მოსწავლეები იმყოფებოდნენ.
პროკურორი აცხადებს, რომ ჯერ კიდევ ვერ ამოიცნეს დაღუპული 4 და მძიმედ დაშავებული 7 ბავშვი. დაშავებულთაგან ყველაზე პატარა 7 წლისაა, ყველაზე უფროსი კი 15-ის. მატარებლის მგზავრებიდან და პერსონალიდან არავინ დაშავებულა, თუმცა ბევრ მათგანს ფსიქოლოგის დახმარება დასჭირდათ.
თვითმხილველების თქმით, ავტობუსი გადასასვლელზე მაშინ აღმოჩნდა, როდესაც შლაგბაუმი უკვე დაშვებული იყო. ძლიერი დარტყმის შედეგად ავტობუსი 2 ნაწილად გაიყო.
ავტორი: ,