07:18 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-14 15:57:14, 2492 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის სამხედრო ხარჯებზე დასმულ შეკითხვას პუტინმა ანეკდოტით უპასუხა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შემაჯამებელ პრესკონფერენციას მართავს.

პრესკონფერენციაზე კრემლის ხელმძღვანელს კითხეს, თუ რამდენი უნდა დაიხარჯოს სამხედრო საკითხებზე, რასაც პუტინმა ანეკდოტით უპასუხა:

„არის ასეთი ანეკდოტი: ყოფილ ოფიცერი ეძებს იარაღს. როდესაც ვერ პულობს შვილს ეკითხება: - „სად არის ჩემი იარაღი?“ – „არ მეჩხუბო, მე ის მეზობელ ბიჭს საათში გავუცვალე", - მიუგო შვილმა. „მანახე...კი, საათი ნამდვილად კარგია, მაგრამ ხვალ რომ სახლში ყაჩაღები შემოგვივარდნენ და მთელი ოჯახი მოკლან, შენ რას უპასუხებ? - მოსკოვის დროით 12 საათი და 30 წუთია? აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სამხედრო საკითხებზე უნდა დაიხარჯოს იმდენი, რამდენიც საჭიროა“, - განაცხადა პუტინმა.

ამასთან, მისივე თქმით, სამხედრო ხარჯები ისეა დაბალანსებული, რომ ქვეყნის უსაფრთხოება იყოს დაცული, მაგრამ ეკონომიკას ზიანი არ მიადგეს.

 „ჩვენი სამხედრო ხარჯები დაახლოებით 46 მილიარდ დოლარს შეადგენს. შედარებისთვის, აშშ-ს სამხედრო ხარჯები 700 მილიარდი დოლარია“, - აღნიშნა პუტინმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics