|
2017-12-14 15:03:34, 1573 ნახვა
კომენტარი
შარაშიძე: როცა პრემიერი ამბობს, გადავდგები, თუ ეს ყველაფერი დადასტურდა, უკვე ხდება წნეხი გამოძიებაზე
„როდესაც პრემიერი ამბობს, რომ მე გადავდგები იმ შემთხვევაში, თუ ეს დადასტურდა, უკვე არის წნეხი ყველა იმ ორგანოზე, ვინც აღნიშნული უნდა შეასრულოს და გამოიძიოს“,-ამის შესახებ „უცნობის“, გიორგი გაჩეჩილაძის სიძემ, „სიტროენ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა და დირექტორმა გიორგი შარაშიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა, სადაც მან პრემიერისა და კონკურენციის სააგენტოს სახელზე დოკუმენტაცია შეიტანა. შარაშიძე არ პასუხობს კითხვაზე, რატომ უნდა ხდებოდეს ხელოვნურად მისი კომპანიის დისკვალიფიცირება. „დაველოდები კონკურენციის სააგენტოს,რომელიც გაგვცემს ამ თემაზე სრულ პასუხს.ჩვენ რა ინფორმაციაც წარვადგინეთ დღეს და საერთოდ რა ინფორმაციასაც ვფლობთ, აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია მოძიებულია SPA.GE -დან, ეს არის შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდი. ყველა ინფორმაცია შეგიძლიათ ამოიკითხოთ ვებგვერდიდან, რომ მეტი სპეკულაცია არ გავაკეთოთ ამ საკითხზე, სანამ კონკურენციის სააგენტო არ გაავრცელებს ინფორმაციას. შესყიდვების სააგენტოში ზუსტად ჩანს, თუ რატომ და როგორ მოვხდით ჩვენ შავ სიაში და რამდენად მიკერძოებული იყო ეს ყველაფერი“,-ამბობს შარაშიძე. შეგახსენებთ, რეანომობილების შესყიდვის მიზნით ჩატარებული ტენდერიდან შპს „სიტროენ ჯორჯიას“ დისკვალიფიკაცია მოხდა. “სიტროენ ჯორჯიას“ წარმომადგენლებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გიორგი გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ ტენდერებს მხოლოდ ხელისუფლების წევრებთან დაკავშირებული კომპანიები იგებენ. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გია გაჩეჩილაძის (უცნობი) ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა. "თუ გია გაჩეჩილაძის ბრალდებები დადასტურდა, მზად ვარ, თანამდებობა დავტოვო", - დასძინა პრემიერმა. ჯანდაცვის სამინისტრომ ამ თემაზე განმარტებაც გააკეთა. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, შპს „სიტროენ ჯორჯიას“ მიერ დოკუმენტების წარდგენის შემდეგ, აღმოჩნდა რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილ საბუთებსა და სამინისტროს მიერ სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს შორის მრავალი შეუსაბამობა იყო. „2017 წლის 7 აპრილს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი (აუქციონის გარეშე) 10 ერთეული რეანომობილის სახელმწიფო შესყიდვის მიზნით. ტენდერის გამოცხადებამდე, სამინისტრომ ჩაატარა ბაზრის კვლევა. წინადადებები დაეგზავნა საქართველოში არსებულ ყველა მსხვილ დილერს, შედგა საინფორმაციო შეხვედრები პოტენციურ მიმწოდებლებთან და მხოლოდ ამ პროცედურების შემდეგ შედგა სატენდერო მოთხოვნები, რომელშიც გათვალისწინებული იყო ჯანსაღი კონკურენციის პირობები, რაც გულისხმობს, რომ ტენდერში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ჰქონოდა არა ერთ რომელიმე, არამედ რამდენიმე კომპანიას. ტენდერში მონაწილეობა 4-მა კომპანიამ მიიღო. შპს „სიტროენ ჯორჯიას“ მიერ დოკუმენტების წარდგენის შემდეგ, აღმოჩნდა რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილ საბუთებსა და სამინისტროს მიერ სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს შორის მრავალი შეუსაბამობა იყო. შპს „სიტროენ ჯორჯიას“ კონტრაქტორ კომპანია „ავტოსპეცპრომს“ არ ჰქონდა წარმოების 5 წლიანი გამოცდილება; შეუსაბამობები იყო ტექნიკურ მახასიათებლებში, ვადაგასული იყო კომპანიის მიერ წარმოდგენილი ხარისხის სერტიფიკატიც. სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად, პრეტენდენტის დისკვალიფიკაციისათვის საკმარისია პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებსა და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს შორის თუნდაც ერთი შეუსაბამობა“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
საპატრიარქომ წმიდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა - ვიდეო
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)