10:43 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-14 13:47:43, 1917 ნახვა

საზოგადოება
ახალი წლის დღეებში გარევაჭრობისთვის თბილისში სპეციალური ადგილები გამოიყო

დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისში გარევაჭრობისთვის სპეციალური ადგილები გამოიყო, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გარევაჭრობა დედაქალაქში შესაბამის ლოკაციებზე 18 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით იქნება ნებადართული.

კერძოდ, საახალწლო გარევაჭრობისთვის ადგილები დედაქალაქში შემდეგ მისამართებზე გამოიყო:

გლდანი-ნაძალადევი:

მეტრო „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორია; მარატ ნოზაძის ქუჩა;
მუხიანი: დუმბაძის გამზ. II მრ/რ;
თემქა: ყოფილი V სამშობიაროს მიმდებარედ;
გურამიშვილის გამზირი;

დიდუბე:

„დინამოს“ ბაზის მიმდებარედ: პაიჭაძის და მიქელაძის ქუჩების კვეთა;
დიდუბის მეტროს მიმდებარედ (ოკრიბა): ტრანსპორტის ქუჩა;
დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ: წინამძღვრიშვილის, აბასთუმნისა და თევდორე მღვდლის ქუჩები;

ვაკე-საბურთალო:

„დელისის“ მეტროს მიმდებარედ;
მეტრო „ვაჟა-ფშაველას“ მიმდებარედ;
ყოფილი საბურთალოს ბაზრის მიმდებარედ: შარტავას ქუჩა;
სპორტის სასახლის მიმდებარედ;

ისანი-სამგორი:

ნავთლუღის ბაზრის მიმდებარედ: მეველეს ქუჩა;
ვაზისუბანი: I მრ/რ. მე-12 კორპუსის მიმდებარედ;
ვაზისუბანი: ვ. კუპრაძის ქუჩა N10;
მეტრო „ვარკეთილის“ მიმდებარედ: ჯავახეთის ქუჩა;

მერის მოადგილის თქმით, აღნიშნულ ლოკაციებზე უსაფრთხოებასა და ზედამხედველობას მერიის შესაბამისი სამსახურები განახორციელებენ.  

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics