|
2017-12-13 14:33:42, 1913 ნახვა
ეკონომიკა
სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით, 7.25%-მდე გაზარდა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით, 7.25 პროცენტამდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ეროვნული ბანკის განცხადებაშია აღნიშნული, არსებული პროგნოზით, ინფლაციის მაჩვენებელი 2018 წლის დასაწყისიდან, დროებითი ფაქტორების ამოწურვასთან ერთად, შემცირებას დაიწყებს. „კომიტეტის წინა სხდომის შემდეგ საგრძნობლად გაუფასურდა ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი, რამაც, წინა პროგნოზთან შედარებით, გაზარდა ზეწოლა ინფლაციაზე (მსგავსი სცენარი განხილული იყო მონეტარული პოლიტიკის 2017 წლის ნოემბრის ანგარიშში). ამასთანავე, ბოლო ორი თვის ბაზრის კვლევის ინდიკატორები ინფლაციური მოლოდინების ზრდაზე მიუთითებს, ხოლო ეკონომიკური აქტივობის მოსალოდნელზე მეტად გაუმჯობესება ასუსტებს მოთხოვნის მხრიდან ინფლაციის შემცირების შესაძლებლობას. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის შემცირების მიზნით, გამოიკვეთა მონეტარული პოლიტიკის რეაგირების საჭიროება. ამ ეტაპზე კომიტეტმა გადაწყვიტა პოლიტიკის განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით გაზრდა. მონეტარული პოლიტიკის შემდგომი გამკაცრების ზომა და ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შემცირდება ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსიდან ფასებზე მომდინარე ზეწოლა. ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 6.9 პროცენტი შეადგინა, რაც, სხვა ფაქტორებთან ერთად, განაპირობა მიმდინარე წლის მეორე ნახევარში ნავთობის საერთაშორისო ფასების 40%-ის ფარგლებში ზრდამ. ერთჯერადი ფაქტორების, მათ შორის სააქციზო გადასახადების ზრდის, გავლენა ინფლაციის მაჩვენებელზე დაახლოებით 3 პროცენტულ პუნქტს შეადგენს. აღნიშნული ფაქტორების განეიტრალების შემდეგ, სხვა თანაბარ პირობებში, მოსალოდნელია, რომ 2018 წლის დასაწყისში ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდება. ეკონომიკური ზრდის ინდიკატორები მოთხოვნის გაუმჯობესებაზე მიუთითებს. ოქტომბერში ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება 5.7 პროცენტია. მიმდინარე წლის პირველ 10 თვეში ეკონომიკური ზრდა 4.9 პროცენტია, რაც აღემატება ეროვნული ბანკის საპროგნოზო მაჩვენებელს. პოზიტიური დინამიკაა საქონლის ექსპორტსა და ტურიზმში. ასევე ზრდადია ფულადი გზავნილების მოცულობაც. თუმცა, ბოლო თვეების განმავლობაში მოიმატა საქონლის იმპორტის ზრდის ტემპმაც. მიუხედავად იმპორტის აღნიშნული ზრდისა, მიმდინარე წელს მოსალოდნელია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და ფინანსურ ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2018 წლის 31 იანვარს გაიმართება.
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)