20:52 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-13 13:54:42, 1876 ნახვა

კომენტარი
მამუკა ბახტაძე: 2018 წლის ბიუჯეტი უზრუნველყოფს, დაჩქარდეს ეკონომიკური ზრდის ტემპი

2018 წლის ბიუჯეტი უზრუნველყოფს, დაჩქარდეს ეკონომიკური ზრდის ტემპი ქვეყანაში, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 2017-2020 წლების ფისკალური ჩარჩო, რომელზეც დაფუძნებულია 2018 წლის ბიუჯეტი, სრულად ეფუძნება მთავრობის 4-პუნქტიან გეგმას.

მისივე თქმით, აღნიშნული პოლიტიკის განხორციელება იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ, საქართველოსთვის ახალი, 3-წლიანი პროგრამის დამტკიცების საფუძველი.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არსებული პროგრამის წარმატებით დასრულებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესების და შესაბამისად როგორც სახელმწიფოს, ისე კერძო სექტორის მიერ ინვესტიციების განსახორციელებლად რესურსების მოზიდვის კუთხით", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ეკონომიკის სტრუქტურული გაჯანსაღებისთვის დაგეგმილი მნიშვნელოვანი რეფორმების გარდა, ფისკალური პოლიტიკის 3 ძირითად პრინციპს ითვალისწინებს:  მშპ-სთან მიმართებაში მიმდინარე ხარჯების ეტაპობრივი შემცირება და შესაბამისად, მთავრობის დანაზოგების ზრდა, არსებული რესურსების მაქსიმალურად მიმართვა საინვესტიციო (კაპიტალური) ხარჯების დასაფინანსებლად, საბიუჯეტო დეფიციტის ეტაპობრივი შემცირება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics