|
2017-12-13 11:45:31, 1746 ნახვა
საზოგადოება
აჭარის ქუჩა N10-ში მცხოვრებ 38 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება
ჩუღურეთის რაიონში, აჭარის ქუჩა N10-ში მცხოვრებ 38 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემათ. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის თქმით, იმ მოქალაქეებს, რომლებიც წლების განმავლობაში დაუკანონებელ ფართებში ცხოვრობდნენ, დედაქალაქის მთავრობა საცხოვრებლებს სიმბოლურ ფასად გადასცემს. „იმ საცხოვრებელი ფართების დაკანონება დავიწყეთ, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობენ ადამიანები, თაობები გაზარდეს და ფართების დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. რამდენიმე მთავრობის სხდომაზე, გვქონდა გამოტანილი კონკრეტული ოჯახებისთვის ფართების დაკანონების საკითხი. შესაბამისად, ამ პროცესს განვაგრძობთ, რადგან დაუკანონებელ ფართებში ბევრი ადამიანი ცხოვრობს. დღეს გვინდა ჩუღურეთის რაიონში, აჭარის ქუჩა N10-ში მცხოვრებ 38 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცეთ. ეს ადამიანები 15-20 წელია ცხოვრობენ აქ და დაკანონებას დღემდე ვერ ახერხებდნენ“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფართების დაკანონების საკითხი უკანონო მშენებლობებს უნდა გაემიჯნოს. კახა კალაძემ ზედამხედველობის სამსახურის უფროსს, გიორგი ბაგრატიონს კიდევ ერთხელ დაავალა, ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად განაგრძოს. „მინდა გავმიჯნო ის ფაქტები, რაც ბოლო დღეების განმავლობაში უკანონო მშენებლობების თვალსაზრისით ხდება. ზედამხედველობის სამსახურმა არაერთი ფაქტი გამოავლინა. მინდა გთხოვოთ ბატონო გიორგი, რომ ამ მიმართულებით მუშაობა განაგრძოთ. იმიტომ, რომ ყოვლად მიუღებელია, ადამიანმა მიიხედ-მოიხედოს და კონკრეტული მიწა მიითვისოს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს რომელ რაიონში იქნება. ჩვენ თუ გვინდა ქალაქის სწორი განაშენიანება და განვითარება, კანონს ყველა უნდა დავემორჩილოთ. შესაბამისად, უკანონო მშენებლობებზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. (NS)
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)