21:49 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-12 14:42:40, 2031 ნახვა

ეკონომიკა
ავიაკომპანია „ვიზეარი” ქუთაისი-რიგის ახალ მიმართულებას ამატებს

ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ლატვიის მიმართულებით ავიარეისებს 2018 წლის 25 მარტიდან დაიწყებს.

 ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“  ავრცელებს.

ფრენები ქუთაისიდან რიგის მიმართულებით კვირაში ორჯერ - ოთხშაბათს და კვირას შესრულდება.

ქუთაისი-რიგის მიმართულებით ბილეთების შეძენა დღეიდან wizzair.com-ზე იქნება შესაძლებელი,  ბილეთის ფასი 52.99 ლარი/19.99 ევროდან დაიწყება.

ლატვიის დედაქალაქი ბალტიისპირეთის უდიდესი ქალაქია, ის ცნობილია მდიდარი მემკვიდრეობითა და კულტურის ძეგლებით, ტურისტული ლოკაციებით და მშვენიერი პარკებით.

ბალტიისპირეთის რეგიონში შენარჩუნებულია შუა საუკუნეების ატმოსფერო თავისი გადატვირთული ქუჩებით, ვიწრო გადასასვლელებით და ძველი ეკლესიებით, რომლებიც UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნაწილია.

რიგა ცნობილია ასევე მისი სპეციფიკური ცენტრალური ბაზრით, თავისუფლების ქანდაკებით და  ტრადიციული რესტორნებით.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უდიდესი და საქართველოს წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი ამჟამად 18 მიმართულებით 12 ქვეყანაში დაფრინავს. 

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics