2017-12-11 21:56:28, 2528 ნახვა
მსოფლიო
პალესტინელმა ბოევიკებმა ისრაელის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა გაუშვეს
პალესტინელმა ბოევიკებმა ისრაელის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა გაუშვეს, - ამის შესახებ Ria იუწყება.
მედია საშუალების ინფომრაციით, რაკეტები ღაზას სექტორიდან გაუშვეს.
მედიის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია თუ სად ჩამოვარდა რაკეტები.
ცნობისთვის, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაწილში, ისრაელის სამართაალდამცველებსა და პალესტინელებეს შორის შეტაკებები გრძელდება. შეტაკებების დროს სულ 1000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, 2 კი, გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ 6 დკემბერს ამერიკის პრეზიდენტმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. აღნიშნულს მსოფლიოს მასშტაბით დიდი კრიტიკა მოჰყვა. აღმოსავლეთ იერსალიმში პალესტინელებსა და ისრაელის სამართალდამცველებს შორის შეტაკებები დაიწყო, ხოლო პალესტინაში საყოველთაო გაფიცვა მიმდინარეობს.
ავტორი: ,